სარეცხი მანქანის მოვლის 4 ოქროს წესი
თანამედროვე დიასახლისებისთვის სარეცხი მანქანა სახლის ნომერ პირველი გაჯეტია. გამოთვლილია რომ ეს შრომისმოყვარე ტექნიკა ზოგავს 110 საათს, რაც თანამედროვე ეპოქაში შეიძლება დახარჯო ერთი პროფესიის შესწავლისთვის.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სარეცხი მანქანის სწორ მოვლაზე. ოთხი წესი, რომელსაც ჩვენ ჩამოვთვლით, თქვენს თანაშემწეს დაეხმარება ისეთივე ეფექტური დარჩეს, როგორც მრავალი წლის განმავლობაში მისი გამოჩენის დღეს.
1. თეთრეულის მოთავსება
ექსპერტები გვაფრთხილებენ: მაშინაც კი, თუ თქვენ დაგროვილი გაქვთ სარეცხის მთელი მთა, მანქანის ბარაბანი არ უნდა იყოს გადატვირთული. შიდა რეზერვუარის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ამორტიზაციირის უკმარისობა. რეცხვის პროცესი უკეთესია გავყოთ ეტაპებად რომელთა შორის უმჯობესია დავასვენოთ მანქანა ნახევარი საათი მაინც.
მეორეს მხრივ, ძალიან მცირე პარტიებში გარეცხვა არ არის ვარიანტი, რადგან შემდეგ ელექტროენერგიისა და წყლის რესურსი არაეფექტურად დაიხარჯება. როგორ მოვძებნოთ ოქროს შუალედი არ დატვირთვას და გადატვირთვას შორის?
- თუ რეცხავთ ბამბის ან სელის თეთრეულს შეგიძლიათ სარეცხი მანქანის ბარაბანი თითქმის ბოლომდე შეავსოთ
- თუ სინთეთიკურ ქსოვილებს რეცხავთ შეავსეთ მხოლოდ ნახევრამდე
- ხოლო შალისთვის ნორმაა ბარაბნის მესამედი.
2. ტანსაცმლის „ფეის კონტროლი“
აქციეთ წესად თითოეული გარეცხვის წინ ჯიბეების, მანჟეტებისა და ტანსაცმლის ნაკეცების შემოწმება. რეცხვისას ბამბის ნაგლეჯი, მონეტა, საკანცელარიო სკრეპი ან უბრალოდ მორყეული ღილი შეიძლება პრობლემად იქცეს. შეიძლება პატარა უვნებელმა სკრეპმაც კი სარეცხი მანქანის გამაცხელებლის (ტენის) გატეხვა გამოიწვიოს. არ დაგავიწყდეთ რბილი ტომრები ქალის თეთრეულის სარეცხად. ბიუსტჰალტერის მცირე მეტალის ელემენტები სარეცხი მანქანის დაუძინებელი მტრები არიან.
3.იზრუნეთ მანქანის შიდა ელემენტებზე
ფხვნილის მოსათავსებელი გამოსაწევი უჯრა საჭიროებს პერიოდულ წმენდას, იდეალურია თუ მისი წმენდა მოხდება ყოველი „დიდი“ რეცხვის შემდგომ. ამ დეტალის წმენდა ძალიან მარტივია საკმარისია გამოიღოთ ის, სვადსხვა მოდელებში არის სპეციალური ღილაკი, და გაავლოთ თბილი წყლით.
პერიოდულად უნდა დაათვალიეროთ იმისთვის რომ რეცხვისას ჩარჩენილი მცირე ნივთები აღმოაჩინოთ.
აუცილებელია კონდენსაციის და შესაბამისად უსიამოვნო სუნის თავიდან ასარიდებლად რეცხვის შემდგომ გარკვეული დროით დატოვოთ მანქანის კარი ღია მდგომარეობაში.
და ბოლოს დრო და დრო უნდა ჩართოთ ცარიელი მანქანა მაღალი ტემპერატურის რეცხვის რეჟიმზე, და გამოიყენოთ ბაგის სპეციალური სითხე, ავნიტი, რომელიც უზრუნვლყოფს წყლის ნადების მოშორებას მანქანის შიდა ელემენტებდან. ასევე ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს.
4. ყველაზე მთავარი წესი: ვკითხულობთ ინსტრუქციას
თუ სარეცხი მანქანა თქვენს სახლში ახალი ტექნიკაა, არ იზარმაცოთ და დაათვალიერეთ ინსტრუქციის ბუკლეტი. თუ ამ მცირე დოკუმენტის უყურადღებოდ დატოვებთ, შეიძლება არასდროს გაიგოთ აპარატის სასარგებლო ფუნქციების შესახებ.
ამ მარტივი წესების დაცვით, შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ სარეცხი მანქანის სიცოცხლე და მისი ეფექტური მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში.