ეფექტური საშუალება სარკეების, ფანჯრების (მათ შორის ავტომობილის მინების) გასაწმენდად, ბზინვარების მისანიჭებლად და შემდგომი დაბინძურების წარმოშობისაგან დასაცავად. ასევე გამოიყენება ავტომობილის ლაქირებული სალონების, მარმარილოს და სხვა სახის ზედაპირებისათვისაც. „სილიკონი“-ს სპეციალური ფორმულა ზედაპირს ადვილად აშორებს ჭუჭყსა და ლაქებს, თითის ანაბეჭდებს, ბაქტერიებს, ზედაპირზე ქმნის სილიკონის დამცავ ფენას, რაც ხელს უშლის დაბინძურების შემდგომ წარმოშობას და ზედაპირს ხანგრძლივად უნარჩუნებს სისუფთავეს.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. თანაბრად მიასხურეთ „სილიკონი“ ზედაპირს 20-25სმ მანძილიდან და დაამუშავეთ ქაღალდის ხელსახოცით. გაწმენდის (აპრიალების) პროცესში თქვენ ქმნით დამცავ ფენას, ამიტომ რეკომენდირებულია ზედაპირის დამუშავება მცირე მონაკვეთებით.
გაფრთხილება: არ დაუშვათ ხსნარის შეშრობა ზედაპირზე. მოხმარებისას რეკომენდირებულია ხელთათმანების გამოყენება. მოერიდეთ თვალში მოხვედრას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.