სააბაზანო ოთახის, დუშკაბინის, ნიჟარებისა და ონკანების საწმენდი და სადეზინფექციო საშუალება. ასევე გამოიყენება სანტექნიკის აქსესუარების, კერამიკული ფილების, მეტალისა და უჟანგავი ფოლადის ნაკეთობების გასაწმენდად და გასაახლებლად. აშორებს დაბინძურებებს, წყლის ნადებს, ჟანგს და ხელს უშლის მათ ხელახალ წარმოშობას, ზედაპირს ანიჭებს ბზინვარებას, სპობს მიკრობებს, იცავს და უხანგრძლივებს სიცოცხლისუნარიანობას.
თანაბრად მიასხურეთ ანტი-კალკი ზედაპირს, გააჩერეთ რამდენიმე წამის განმავლობაში, დაამუშავეთ ზედაპირი ღრუბლით ან ნაჭრით, ჩამორეცხეთ წყლით და გაამშრალეთ ტილოთი.
გაფრთხილება: მოხმარებისას გამოიყენეთ ხელთათმანი. მოერიდეთ კანზე ან თვალზე მოხვედრას. არ შეურიოთ დასუფთავების სხვა საშუალებებს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.