წყლის ნადებისგან გამწმენდი საშუალება. გამოიყენება ტანსაცმლისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანების, უთოს, ჩაიდნის, ელექტრო-მადუღარის, ყავის აპარატის და წყალთან კონტაქტში მყოფი სხვა მოწყობილობების შიდა დეტალების გასაწმენდად. ასევე ეფექტურია ონკანის, აუზის, აბაზანის და საშხაპე კაბინის ნადებისგან გასაწმენდად. აშორებს წყლისა და კირქვის ნადებს, ჭუჭყს, ჟანგს, ობს, სოკოს და სხვა სახის დაბინძურებებს, უქრობს უსიამოვნო სუნს. რეგულარული მოხმარება უხანგრძლივებს ტექნიკას სიცოცხლისუნარიანობას.
აადუღეთ წყლით ნახევრად სავსე ჩაიდანი, შემდგომ ჩაასხით 50მლ ავნიტი და დატოვეთ 10 წუთით. შემდგომ გამორეცხეთ სუფთა წყლით და ხელახლა აადუღეთ. ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში 200მლ ავნიტი ჩაასხით ფხვნილისათვის განკუთვნილ ადგილას და საშუალოდ 60 გრადუსიან რეცხვის რეჟიმზე ამუშავეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდგომ ამუშავეთ გავლების რეჟიმზე. გაითვალისწინეთ, რომ პროცედურის დროს სარეცხ მანქანაში არ უნდა იყოს სარეცხი. ავზის არმქონე ზედაპირებისთვის (მაგ. უთოს ძირი, ონკანი) ღრუბელი დაასველეთ ავნიტით და დაამუშავეთ დაბინძურებული ზედაპირი.
გაფრთხილება: მოერიდეთ თვალზე მოხვედრას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.