უნივერსალური საშუალება ყველა ტიპის ქსოვილისგან ლაქების ამოსაყვანად. ასევე გამოიყენება რბილი ავეჯის, მაგიდის გადასაფარებლების, ფარდებისა და ხალიჩებისთვისაც. „ბაგი“-ს „ლაქების ამომყვანი“ ღრმად აღწევს ქსოვილის ბოჭკოებში და შლის ცხიმის, ყავის, ღვინის, მელნის, ხილის და სხვა ორგანული თუ არაორგანული წარმოშობის რთულ ლაქებს. გამოიყენება, როგორც თეთრი, ისე ფერადი ქსოვილებისათვისაც.
დალაქავებული ადგილი დანამეთ თბილი წყლით და თანაბრად მიასხურეთ „ლაქების ამომყვანი“, გააჩერეთ 5-10 წუთით, დაამუშავეთ სველი რბილი ჯაგრისით ან ნაჭრით. ამის შემდგომ შესაძლებელია გარეცხოთ ქსოვილი სრულად, ან შეამშრალოთ ქსოვილის მხოლოდ დასველებული ნაწილი მშრალი ნაჭრით ქაფის სრულ გაუჩინარებამდე და გაფინოთ გაშრობამდე.
გაფრთხილება: არ დაუშვათ სითხის დაუმუშავებლად შეშრობა ქსოვილზე. შეამოწმეთ ქსოვილის მდგრადობა შეუმჩნეველ ადგილას. მოერიდეთ კანზე ან თვალზე მოხვედრას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.