"Bagi"-ს სარეცხი გელი საბავშვო ტანსაცმლის უსაფრთხო რეცხვისთვის. ეფექტურად და დელიკატურად აშორებს ქსოვილში ჩამჯდარ ჭუჭყს და ლაქებს (საბავშვო სარეცხს, რძეს, ფაფებს, წვენს და ა.შ.) ინარჩუნებს ქსოვილის ფერს. დაბალანსებული მრავალკომპონენტიანი ფორმულა უზრუნველყოფს რეცხვის ბრწყინვალე შედეგს დაბალ ტემპერატურაზე(30-40C) რეცხვის პირობებშიც კი. შეიცავს ანტიბაქტერიულ კომპონენტებს. არ ტოვებს სუნს გამშრალ ქსოვილზე. გამოიყენება ყველა ტიპის ქსოვილზე, ბუნებრივი მატყლისა და აბრეშუმის გარდა.
არ შეიცავს: ფოსფატებს, აგრესიულ ნივთიერებებს, ქლორს, ხელოვნურ საღებავებს და არომატიზატორებს.
დაიცავით ტანსაცმლის იარლიყზე მითითებული რეცხვის რეჟიმი და ტემპერატურა. ერთი რეცხვისათვის საჭიროა 20-30მლ "Bagi"-ს სარეცხი გელი (ბოთლის თავსახური = 100მლ). ხელით რეცხვისათვის გააზავეთ 10 ლიტრ წყალში.
გაფრთხილება: მოერიდეთ თვალზე მოხვედრას. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, ხელით რეცხვისას გამოიყენეთ ხელთათმანი. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.