ბაგის «შტიხონიტი» - ნაჭრის ზედაპირების გამწმენდი საშუალება (ქაფი). გამოიყენება ნაჭრის რბილი ავეჯის, დივანის, სავარძლის, ავტომობილის სალონების, ხალიჩების და ნაჭრის სხვა აქსესუარების გასაწმენდად. ადვილად აშორებს ჭუჭყსა და ჩამჯდარ ლაქებს, ანეიტრალებს უსიაოვნო სუნს და ხელს უშლის შემდგომი დაბინძურების წარმოშობას. დამუშავების შემდგომ არ ტოვებს კვალს და ნაჭერს უნარჩუნებს თავდაპირველ ფერს.
გასასუფთავებელი ზედაპირი თავდაპირველად დაამუშავეთ თბილი წყლით, შემდგომ მიასხურეთ «შტიხონიტი», გადაანაწილეთ თანაბრად და დაამუშავეთ რბილი ჯაგრისით ან ღრუბლით. ზედაპირზე დარჩენილი ქაფი მოაშორეთ სველი ნაჭრით და დატოვეთ სრულ გაშრობამდე. ხალიჩის წმენდისას 150მლ «შტიხონიტი» გააზავეთ 5 ლიტრ თბილ წყალში, მიღებული სითხე თანაბრად გადაანაწილეთ ხალიჩაზე და დაამუშავეთ რბილი ჯაგრისით. ზედაპირზე დარჩენილი ქაფი მოაშორეთ მტვერსასტურით და დატოვეთ სრულ გაშრობამდე.
გაფრთხილება: გამოყენებამდე რეკომენდირებულია გამოსცადოთ შეუმჩნეველ ადგილას. არ დაუშვათ ქაფის შეშრობა ზედაპირზე. მოერიდეთ კანზე და თვალში მოხვედრას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.