«პოთხანი» - გაჭედილი მილების გამწმენდი ეფექტური საშუალება. გამოიყენება როგორც მეტალის, ისე პლასტმასის, გოფრირებული და სიფონის მილებისათვის. უსწრაფესად ხსნის და აშორებს თმას, საჭმლის ნარჩენებს, კირქვის ნადებს, პოლიეთილენს და მილში მოხვედრილ სხვა სახის დაბინძურებებს.
უზრუნველყავით ოთახის განიავება ან ვენტილაცია წინასწარ, გაათავისუფლეთ ნიჟარა წყლისგან, 70გრ. «პოთხანი»-ს გრანულები ჩაყარეთ მილში, დაასხით 70-100მლ. ცხელი წყალი და გააჩერეთ 2-3 წუთი (მეტი არა). ბოლოს კი კარგად გამორეცხეთ მილი გამდინარე წყლით. ძლიერი გაჭედილობის შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.
გაფრთხილება: მოხმარებისას გამოიყენეთ ხელთათმანი. არ დაუშვათ გრანულების კანზე, თვალზე, ან რაიმე სხვა ზედაპირზე მოხვედრა, გარდა მილებისა. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.