სააბაზანო ოთახის უნივერსალური საწმენდი საშუალება. გამოიყენება აკრილის, ემალირებული, კერამიკული და ქრომირებული მეტალის ზედაპირებისათვის (ონკანი, ნიჟარა, კაფელი, დუშკაბინა და სხვა). აშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს, კირქვის ნადებს, საპნის ნარჩენებს, ობს, სოკოს, ხელს უშლის მათ ხელახალ წარმოშობას. ზედაპირს ანიჭებს ბზინვარებას და უხანგრძლივებს სიცოცხლისუნარიანობას, ტოვებს სასიამოვნო სურნელს.
დაბინძურებული ზედაპირი მორეცხეთ წყლით, მიასხურეთ აკრილანი და თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე ღრუბლით ან გაწურული ტილოთი, გააჩერეთ 1-დან 2 წუთამდე და ჩამორეცხეთ წყლით.
გაფრთხილება: არ დაუშვათ სითხის ზედაპირზე შეშრობა. მოხმარებისას გამოიყენეთ ხელთათმანი. მოერიდეთ კანზე ან თვალზე მოხვედრას. არ შეურიოთ დასუფთავების სხვა საშუალებებს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.