ბაგის «სუპერ ტყავი» - ტყავის ზედაპირების დასუფთავებისა და მოვლის საშუალება. გამოიყენება როგორც ნატურალური, ისე ხელოვნური ტყავის ნივთებისათვის, მათ შორის რბილი ავეჯისათვის, ავტომობილის სალონისათვის, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისათვის, ასევე ტყავის სხვა აქსესუარებისათვის. ნივთს უბრუნებს თავდაპირველ იერსახეს და ბუნებრივ სირბილეს. აქვს ანტისტატიკური ეფექტი, რაც ხანგძლივად იცავს შემდგომი დაბინძურების წარმოშობისაგან და დაზიანებისაგან. ახანგრძლივებს ტყავის სიცოცხლისუნარიანობას. ტოვებს სასიამოვნო სუნს.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. თანაბრად მიასხურეთ ზედაირს 20-25სმ მანძილიდან და გააპრიალეთ მშრალი ტილოთი.
გაფრთხილება: მოერიდეთ კანზე და თვალში მოხვედრას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.