მუდმივი დილემა, სარეცხი ფხვნილი თუ გელი?
ნებისმიერი სარეცხი საშუალება უნდა იყოს იმ დანიშნულებით გამოყენებული, რომლის რეკომენდაციასაც იძლევა მწარმოებელი. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ჩნდება კითხვა, როდესაც სარეცხ გელსა და ფხვნილს მსგავსი მახასიათებლები აქვთ რომელი უნდა ავირჩიოთ? იმისთვის რომ სწორად შევარჩიოთ საშუალება, უნდა ვიყოთ შეიარაღებული ინფორმაციით.
სარეცხი გელი არის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების (ზან) ხსნარი და ფხვნილთან შედაებით მას უფრო დელიკატური ზემოქმედება აქვს ქსოვილზე. ეს საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ გელი, როგორც ყოველდღიური რეცხვისთვის, ასევე ისეთი დელიკატური ქსოვილებისთვის როგორიცაა შალი, ქაშმირი ან აბრეშუმი.
როგორც წესი გელი დაბალი ტემპერატურის 30-40 ° დიაპაზონში ეფექტიანად მოქმედებს. ფხვნილი კი უფრო ფართო დიაპაზონში გამოყენება და მისი მაქსიმალური ეფექტიანობა 60-90°-ზე ვლინდება. შესაბამისად ის გამოიყენება ბამბისა და სელის ქსოვილებზე.
ამის გათვალისწინებით იკვეთება სარეცხი გელის უპირატესობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ყოველდღიურ რეცხვას, როდესაც დიასახლისების უმეტესობა ირჩევს სწრაფი რეცხვის რეჟიმს. ამ შემთხვევაში ფხვნილი უბრალოდ ვერ ასწრებს წყალში სრულიად გახსნას და შედეგად შეიძლება მივიღოთ უსიამოვნო ლაქები, განსაკუთრებით მუქ ქსოვილზე.
ამ ინფორმაციით შეიარაღებულებს უკვე მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება გელი თუ ფხვნილი? ხოლო ბაგი გთავაზობთ სარეცხი საშუალებების ფართო არჩევანს, მარტივ გადაწყვეტილებას ნებისმიერი ტიპის რეცხვისთვის.
თუ თქვენი გარდერობი ემორჩილება კანონს „black is always elegant” ამ შემთხვევაში თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება ბაგი ბლექი, ხოლო თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ხასხასა ფერებს ამ შემთხვევაში გელი ქოლორი და თუ თქვენ გსურთ უნივერსალური პროდუქტი რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს ყველა სურვილს - გელი უნივერსალი. ბაგი ნებისმიერი ელეგანტური გარდერობის განუყრელი ატრიბუტია.