logo

News

  • 2020-10-28

როგორ მუვუაროთ შალსა და ქაშმირს?

როგორ მუვუაროთ შალსა და ქაშმირს?

 

ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელს არაფერი ჯობს, მაგრამ ადამიანები ერიდებიან შალისა და ქაშმირის ტანსაცმლის შეძენას რადგან, ეს ქსოვილები საჭიროებს დელიკატურ მოპყრობასა და მოვლას.

შესაბამისად არაფერია იმაზე უარესი შეგრძნება როცა თქვენი საყვარელი, ნივთი გამოგაქვთ სარეცხი მანქანიდან და იმდენად პატარაა რომ მაქსიმუმ თქვენს შინაურ ცხოველს მოერგოს. როგორ ავიცილოთ მსგავსი თავიდან?

 

როგორ შევინახოთ?

პირველი წესი შეეხება შენახვის პირობებს.

გვიხარია როცა საკიდზე ვხედავთ ჩვენს საყვარელ ნივთებს მაგრამ ნატურალური ქსივილის ტანსაცმელი ყოველთვის უნდა მოვათავსოთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე რათა თავიდან ავიცილოთ გაწელვა და საკიდისგან დარჩენილი დეფორმაციები, ასევე შალისა და ქაშმირის პირველი და დაუძინებელი მტერია ჩიჩი, ამ პატარა მწერებს შეუძლიათ შეუქცევადი ზიანი მიაყენონ ტანსაცმელს. ამიტომ უნდა მოათავსოთ ტანსაცმელი მათგან დაცულ ადგილას.

 

როგორ გავრეცხოთ?

პირველ რიგში უნდა გავითავისოთ რომ შალისა და ქაშმირის ნაკეთობა არ არის თეთრეული და მისი ყოველდღიური რეცხვა არ არის რეკომენდებული, ხოლო რეცხვის დროს მნიშვნელოვანია პირობები. უმჯობესია  ხელით დარეცხვა ან თქვენი სარეცხი მანქანის დელიკატურ რეჟიმზე გადაყვანა, რაც ნიშნავს არავითარ წურვას და წყლის ძალიან დაბალ ტემპერატურას, აღსანიშნავია რომ ხელით რეცხვისასაც უნდა გავითვალისწინოთ ეს პუნქტები და არ გავრეცხოთ ცხელ წყალში და არ გავწუროთ.

 

საშუალებები,

უმჯობესია თუ გამოიყენებთ სპეციალურ ხსნარებს დელიკატური ქსოვილისთვის, საუკეთესო არჩევანი კი ბაგი გელი დელიკატია, თქვენი საყვარელი ნივთები ხომ საუკეთესო ხარისხს იმსახურებენ. მნიშვნელოვანია ნებისმიერი საშუალების შემთხვევაში მიყვეთ ინსტრუქციებს.

 

როგორ გავაშროთ?

 

მაშ ასე თქვენ დაიცავით ყველა წესი, სათუთად და ნაზად გარეცხეთ თქვენი ტანსაცმელი, მაგრამ წინ კიდევ ერთი საშიშროებაა. როგორც გახსოვთ ჩვენ თავი შევიკავეთ წურვისგან შესაბამისად ნივთი გაღენთილია წყლით, წარმოიდგინეთ ეს მძიმე წალი როგორ ზემქმედებას მოახდენს უფაფუკეს ქაშმირზე როცა მას გაფენთ?

შესაბამისად აქაც არსებობს წესი თუ როგორ გავაშროთ ჩვენი ქაშმირის სვიტერი. მოათავსეთ ის პირსახოცზე და ნაზად დაგორგლეთ პირსახოცი ტანსაცმელთან  ერთად. მიეცით საშუალება შეიწოვოს ზედმეტი წყალი, საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ მოქმედება ან შეცვალეთ პირსახოცი მშრალით.

 

როცა წყლის უდიდესი ნაწილი წავიდა მოათავსეთ ტანსაცმელი ჰორიზონტალურ ზედაპირზე საბოლოო გაშრობისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ უთო, ან ელექტრო საშრობი.

 

მაშ ასე სულ ეს იყო მოვლის წესები, გაითვალისწინეთ ეს რამდენიმე ნაბიჯი და თქვენი „ლუქი“ ყოველთვის უნაკლო იქნება.

როგორ მუვუაროთ შალსა და ქაშმირს?