ჩვენი პროდუქციის სრული კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ საიტის მარცხნივ განლაგებულ ნავიგაციაში.

სრულად ...

პროფესიონალური სარეცხი და საწმენდი საშუალებების ებრაული ბრენდი “BAGI” გთავაზობთ , უახლეს და კომფორტულ სერვისს “ბაგი თქვენს ოჯახებში”!

სრულად ...

სად შეიძლება ჩვენი პროდუქციის შეძენა?

სრულად ...

ოთახის მოვლა

რაიტიტი

რაიტიტი 500მლ, 3ლ. ეფექტური საშუალება ნებისმიერი ტიპის ხის ავეჯის ზედაპირის გასაწმენდად და გასაპრიალებლად. აცილებს ნათითურებს, ლაქებს, ავსებს ნაკაწრებს, წარმოქმნის დამცავ ფენას, ანიჭებს სასიამოვნო სურნელს. სხვა საშუალებებისგან განსხვავებით ავეჯის გარდა იგი წმენდს ასევე ავეჯში ჩაყოლებულ მინას და მარმარილოს, ასევე აქვს ანტისტატიკური თვისება, რის გამოც ავეჯი არ იკრავს მტვერს.

გამოყენების წესი: გამოყენების წინ შეანჯღრიეთ,მიასხურეთ რაიტიტი 20-25 სმ სიშორიდან.გაშრობამდე თანაბრად გაანაწილეთ ზედაპირზე და გააპრიალეთ მშრალი ჩვრით.

შემადგენლობა: სპეციალური ხის ცვილი,რბილი აქტიური ნივთიერებები, არომატიზატორი.

სუპერ კოჟა

”ბაგი” სუპერ კოჟა 500მლ. ნებისმიერი ტყავის ნაწარმის საწმენდი საშუალება, ანიჭებს ბუნებრივ სახეს. იგი წმენდს, ანეიტრალებს ელექტრომუხტს, აახლებს ტყავს, უბრუნებს პირვანდელ სახეს და იცავს დიდი ხნით. გამოიყენება ასევე ტყავის სავარძლებისათვის, ავტომობილის სავარძლებისათვის, ტყავის ქურთუკებისათვის, ჩანთებისათვის, ფეხსაცმლისათვის და ქამრებისთვის, აცილებს ჭუჭყს, თითის ანაბეჭდებს, ანიჭებებს სასიამოვნო სურნელს.

გამოყენების წესი: გამოყენების წინ შეანჯღრიეთ, მიასხურეთ 20-25სმ სიშორიდან. გაწმინდეთ მშრალი ნაჭრით, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება არ დაუშვათ ზედაპირზე შეშრობა.

შემადგენლობა: სპეციალური დამარბილებელი ცვილი, ანტისტატიკი, განსაკუთრებული აქტიური ნივთიერება, ხელის დამცავი ნივთიერება, სუნამო.

შტიხონიტი

შტიხონტი 500მლ, 1000 მლ. ხალიჩებისა და რბილი ავეჯის ეფექტური წმენდისა  და განახლებისათვის. გამოიყენება ხალიჩებიდან, ნოხებიდან, რბილი ავეჯიდან და ავტომობილის სალონიდან ნაჭრისმაგვარი შალითების დაბინძურებისა და ლაქების ამოსაყვანად. აცილებს  ცხიმოვან ლაქებს, შინაური ცხოველების ნაფეხურებს,ანეიტრალებს არასასიამოვნო სუნებს. ანიჭებს დამუშავებულ ნივთებს ჯანსაღ არომატს.

გამოყენების წესი: გამოყენების წინ შეამოწმეთ საღებავის მდგრადობა ფარულ ადგილზე.

1.სავარძლების სახელურებიდან და ავტომანქანის სავარძლებიდან ლაქების ამოსაყვანად დაასველეთ თბილი წყლით დაბინძურებული ზედაპირი,მიასხურეთ შტიხონიტი და გაწმინდეთ  თბილ წყალში დასველებული რბილი ჯაგრისით, დატოვეთ სრულ გაშრობამდე.

2.ხალიჩებისა და რბილი ავეჯისათვის ჩაასხით 100-150 მლ საშუალება 5 ლიტრ თბილ წყალში და კარგად ამოურიეთ,თანაბრად გადაანაწილეთ სითხე ზედაპირზე და გაწმინდეთ რბილი ჯაგრისით.გაწმენდის შემდეგ ნარჩენები მოაცილეთ მტვერსასრუტით და დატოვეთ სრულ გაშრობამდე. არ მისცეთ საშუალებას გაწმენდის ბოლომდე შეშრეს ზედაპირზე.    

შემადგენლობა: ანიონური სარეცხი საშუალება,სუნის ნეიტრალიზატორი, აქტიური ნივთიერებები,არომატიზატორი.

კლინერი

მინისა და სარკის ზედაპირის საუკეთესო საწმენდი საშუალება. შეიცავს ფრანგულ არომატიზატორებს, რის გამოც დასუფთავების შემდეგ ტოვებს განუმეორებელ სურნელს. მინას ანიჭებს იდეალურ ბზინვარებას;

შეიცავს ანტისტატიკურ დანამატებს, რის გამოც დიდხანს არ იკარებს მტვერს; ზამთრის პერიოდში შეიძლება გამოვიყენოთ მანქანის მინების გასაწმენდად,  რადგან შეიცავს მოყინვის საწინააღმდეგო საშუალებას. 

1 კვ-მეტრი შუშის გასაწმენდათ გამოიყენება  0,02 მლ სითხე.

ოფის კლინერი

ნებისმიერი ტიპის ორგ-ტექნიკისა და საოფისე ინვენტარის (კომპიუტერის, პრინტერის, ფაქსის, ტელეფონის, ტელევიზორის და ლამინირებული ავეჯის) საწმენდი და საპრიალებელი საშუალება შეიცავს ანტისტატიკურ დანამატებს,  რის გამოც ერთი კვირის განმავლობაში არ იკარებს  მტვერს.

სილიკონი

სილიკონი 750 მლ. ნებისმიერი გლუვი ზედაპირის ექსკლუზიური საპრიალებელი საშუალება, უნიკალური ფორმულის მეშვეობით ზედაპირს აძლევს იდეალურ ბზინვარებას, ავსებს მცირე ნაკაწრებს, აცოცხლებს მინას , დიდი ხნის განმავლობაში იცავს მტვრისგან, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში ზედაპირი სუფთავდება მშრალი ტილოს მეშვეობით,ასევე გამოიყენება ავტომანქანების ზედაპირის საპრიალებლად. რის  შემდეგაც  გვჩება სიახლის შთაბეჭდილება. 

გამოყენების წესი: გამოყენების წინ შეანჯღრიეთ, მიასხურეთ 20-25 სმ სიშორიდან. გაწმინდეთ  და გადააპრიალეთ მშრალი ქაღალდით , სანამ ბოლომდე არ შეიწოვება არ დაუშვათ ზედაპირზე შეშრობა.ზედაპირი იკეთებს დამცავ ფენას, ამიტომ გადააპრიალეთ ნაწილ-ნაწილ.

LCD კლინერი

LCD კლინერი 100 მლ. ნებისმიერი ტიპის კომპიუტერის,  ტელეფონის, ტელევიზორის   (LCD,LED,იპონე)-ს მონიტორების საწმენდი და საპრიალებელი საშუალება ,შეიცავს ანტისტატიკურ დანამატებს,  რის გამოც ერთი კვირის განმავლობაში არ იკარებს  მტვერს. გამოყენების წესი: გამოყენების წინ შეანჯღრიეთ, მიასხურეთ 20-25 სმ სიშორიდან. გაწმინდეთ  და გადააპრიალეთ მშრალი ქაღალდით , სანამ ბოლომდე არ შეიწოვება არ დაუშვათ ზედაპირზე შეშრობა.ზედაპირი იკეთებს დამცავ ფენას. ელექთრომოწყობილობა გამორთეთ დენიდან.

შემადგენლობა: ანტისტატიკური აქტტიური ნივთიერება.იზოპროპანოლი.

მთავარი  |  ჩვენ შესახებ  |  პროექტები  |  სიახლეები  |  პარტნიორები  |  კონტაქტი  
© 2012 - 2017 Bagi.ge - ყველა უფლება დაცულია
Artmedia