ჩვენი პროდუქციის სრული კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ საიტის მარცხნივ განლაგებულ ნავიგაციაში.

სრულად ...

პროფესიონალური სარეცხი და საწმენდი საშუალებების ებრაული ბრენდი “BAGI” გთავაზობთ , უახლეს და კომფორტულ სერვისს “ბაგი თქვენს ოჯახებში”!

სრულად ...

სად შეიძლება ჩვენი პროდუქციის შეძენა?

სრულად ...

ბიზნეს ფსიქოლოგია

10 რჩევა, როგორ გავხდეთ წარმატებულები2013-05-04

წარმატება ცხოვრებაSი იმ ადამიანებთან მიდის,რომლებიც მას იზიდავენ. ეს ხომ მთელი ხელოვნებაა.იმისათვის რომ, თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდეთ, გთავაზობთ 10 რჩევას

განეწყვეთ პოზიტიურად – იყავით ოპტიმისტები, ეძებეთ დადებითი მომენტები ნებისმიერ სიტუაციაში.დადებითი ემოციები 100% უკან დაგიბრუნდებათ

ისწავლეთ ოცნება – იოცნებეთ იმაზეც კი, რაც გგონიათ, რომ მიუწვდომელია.მთავარია საკუთარი თავი დააჯეროთ, რომ თქვენ ამას შეძლებთ!

იარეთ მხოლოდ წინ– მთავარია მიზანი დაისახოთ,არ მოეშვათ და მიხvიდეთ დანიშნულების ადგილამდე.

იშრომეთ– სიზარმაცე ყველაზე დამღუპველია მიზნებისთვის.თუ გინდათ მიაღწიოთ წარმატებას,სირთულეების დაძლევაც უნდა შეგეძლოთ.

შეიცვალეთ გარემოცვა – იმეგობრეთ წარმატებულ ადამიანებთან.გაიგეთ მათი მიზნები,ფასეულობები.გახდით საინტერესო საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფთათვის.

იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან – იმუშავეთ საკუთარ თავზე ! ჩამოიყალიბეთ ის თვისებები,რაც წაგადგებათ: ნებისყოფა,პრინციპულობა,თავდაჯერებულობა.ასე ორმაგად მიმზიდველი გახდებით წარმატებისთვის.

არ შეუშინდეთ ცვლილებებს – წარმატებას არ უყვარს მშიშარა ხალხი.გაბედულად გადადგით პირველი ნაბიჯი.რაც მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის.

გააანალიზეთ საკუთარი ცხოვრება – ჩამოწერეთ საკუთარი მიღწევები და ჩავარდნები.ეს დაგეხმარებათ,ერთ შემთხვევაში აიმაღლოთ თვითშეფასება,ხოლო მეორე შემთხვევაში გამოავლენს მიზეზებს,რაც ხელს გიშლით ამა თუ იმ საქმის ბოლომდე მიღწევაში.

ენდეთ საკუთარ ინტუიციას – შინაგანი ხმა არასოდეს არ გიღალატებთ, ამას „მეექვსე გრძნობასაც“ უწოდებენ.თu თვლით რომ უნდა გადადგთ ნაბიჯი, მაშინ ეს უნდა გააკეთოთ.

გამოიყენეთ შანსი, რომელიც აუცილებლად მოგეცემათ– მ.ტვენი ამბობს : „ ფორტუნა ნებისმიერი ადამიანის კარზე აკაკუნებს,მაგრამ ამ დროს ადამიანი,როგორც წესი, უახლოეს ლუდხანაSი ზის და არანაირი კაკუნი არ ესმის“ ასე რომ,ყოველთვის იყავით მზად იმისთვის, რომ გამოიყენო მოცემული შანსი.მთავარია შევამჩნიოთ და ხელიდან არ გავუშვათ.

მთავარი  |  ჩვენ შესახებ  |  პროექტები  |  სიახლეები  |  პარტნიორები  |  კონტაქტი  
© 2012 - 2019 Bagi.ge - ყველა უფლება დაცულია
Artmedia