ჩვენი პროდუქციის სრული კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ საიტის მარცხნივ განლაგებულ ნავიგაციაში.

სრულად ...

პროფესიონალური სარეცხი და საწმენდი საშუალებების ებრაული ბრენდი “BAGI” გთავაზობთ , უახლეს და კომფორტულ სერვისს “ბაგი თქვენს ოჯახებში”!

სრულად ...

სად შეიძლება ჩვენი პროდუქციის შეძენა?

სრულად ...

ბიზნეს ფსიქოლოგია

სტივ ჯობსის "გამონათქვამები"15 თებერვალი 2014

მე გამიმართლა, რადგანაც ადრეული ასაკიდანვე ვიპოვე საქმე, რომელიც მიყვარდა.

თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ გაფლანგავთ მას სხვისი ცხოვრების მიდევნით.

ნუ მოექცევით დოგმების ხაფანგში. დოგმებით ცხოვრება ნიშნავს სხვათა ნაფიქრის შედეგების მიხედვით ცხოვრებას.

მე არ მქონდა საკუთარი ოთახი და მეგობრებთან იატაკზე ვიწექი. ვაბარებდი „კოლას“ ბოთლებს 5 ცენტად, რათა საკვები მეყიდა.

დარჩით მშიერი, დარჩით უგუნური! (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)

ბოლო 33 წლის განმავლობაში მე ყოველ დილით ვიხედებოდი სარკეში და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი დღე იყოს, გავაკეთებდი იმას, რაც დღეისთვის დავგეგმე? (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)

იყო ყველაზე მდიდარი კაცი სასაფლაოზე ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. ჩემთვის მთავარია როცა ღამით დასაძინებლად წავალ ვთქვა, რომ დღეს რაღაც მშვენიერი შევქმენი.

შენი დრო შეზღუდულია, ასე რომ არ გაფლანგო ის სხვების ჭკუაზე სიარულში. არ შეიზღუდო დოგმებით-რაც ნიშნავს სხვების ნააზრევში ცხოვრებას. არ მისცე სხვების აზრებს ნება შენი საკუთარი შინაგანი ხმა ჩაახშოს.

სრულად ...

„მაიკროსოფტის“ არშემდგარი მეეზოვე15 თებერვალი 2014

კომპანია „მაიკროსოფტში“,  მეეზოვედ  მუშაობის დასაწებად ერთი პიროვნება მივიდა. კადრების განყოფილების მენეჯერმა ჯერ რამდენიმე კითხვა დაუსვა, შემდეგ პატარა ტესტური გამოკითხვა ჩაუტარა (შესთავაზა, ტერიტორიის მონაკვეთი დაეგავა) და, საბოლოოდ, განუცხადა:


- თქვენ მიღებული ხართ...! დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რათა შევძლოთ შეგატყობინოთ, პირველად სად და როდის უნდა გამოცხადდეთ სამსახურში. - ჰო, მაგრამ მე კომპიუტერიც კი არ მაქვს, - უპასუხა დაბნეულმა კაცმა, - არამცთუ ელექტრონული ფოსტა...

მენეჯერმა მხრები აიჩეჩა: - არ გაქვთ? მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს სამსახურში მიღებას, რადგან ვირტუალურად თქვენ არ არსებობთ... კაცი დაღონებული გამოვიდა კომპანიიდან. არ იცოდა, რა ექნა, რადგან ჯიბეში ერთადერთი ათდოლარიანი ედო. უცებ თავში ერთი აზრი მოუვიდა: შევიდა ბაზარში და იყიდა ათი კილო პამიდორი. ამის შემდეგ კარდაკარ ჩამოიარა და ორ საათში შეძლო კაპიტალის გაორმაგება. მას შემდეგ, რაც იგივე სამჯერ გაიმეორა, ჯიბეში უკვე 160 დოლარი აღმოაჩნდა და მიხვდა, რომ ასეთი შემოსავლით თავისუფლად შეეძლო, სამსახურის ძებნაში ნერვების წყვეტაზე უარი ეთქვა. ყოველ დილით სულ უფრო და უფრო ადრე გამოდიოდა სახლიდან, გვიან შედიოდა და ყოველდღე კაპიტალს აორმაგებდა, ხანდახან ასამმაგებდა კიდეც.

ცოტა ხნის შემდეგ თავისთვის მანქანაც იყიდა, ამას სატვირთოც მიაყოლა და მალე ფირმაც გახსნა, რომელიც მოსახლეობას საჭირო საქონლით ამარაგებდა; ხუთი წლის შემდეგ უკვე სუპერმარკეტების მსხვილი გაერთიანების მფლობელი გახდა. სწორედ ამ დროს, მომავალზე დაფიქრდა და გადაწყვიტა, დაეზღვია საკუთარი სიცოცხლეც და თავისი ოჯახიც. მოლაპარაკების შემდეგ სადაზღვევო კომპანიის აგენტმა ბიზნესმენს სთხოვა ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მას დაზღვევის უფრო ხელსაყრელ პირობას გადაუგზავნიდა.

ამაზე კომერსანტმა, როგორც მრავალი წლის წინათ, უპასუხა, რომ მას არც ელექტრონული მისამართი აქვს და არც კომპიუტერი. - საკვირველია, - განცვიფრებული დარჩა სადაზღვევო კომპანიის აგენტი, - ასეთი მსხვილი ბიზნესი გაქვთ და არა გაქვთ ელექტრონული მისამართი!

წარმოიდგინეთ, ვინ იქნებოდით, თქვენ რომ კომპიუტერიც გქონოდათ!

კომერსანტი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და უპასუხა:- კომპანია „მაიკროსოფტის“ მეეზოვე – აი, ვინ ვიქნებოდი...

სრულად ...

იმისთვის , რომ იყო წარმატებული ..21 სექტემბერი 2013

1.განეწყვეთ შრომისთვის, ოღონდ იშრომეთ სიამოვნებით . დაივიწყეთ ის ზღაპარი, რომ დივანზე წამოწოლილი შეძლებთ საყვარელი საქმის კეთებას და დივიდენდების მიღებას. ეს მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა უკვე ნამდვილი პროფესიონალი გახდებით.

2.მუდმივად ისწრაფეთ სრულყოფისკენ. გაიარეთ თქვენს მიერ შერჩეული საქმიანობის ყველა ეტაპი, ისწავლეთ მათგან, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას ამ სფეროში. მუდმივად განიახლეთ თქვენი ცოდნა ახალი ინფორმაციებით. ეს საოცრად საინტერესო და თავშესაქცევია!

3.გადაანაწილეთ დრო სწორად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებთ დაგეგმილის შესრულებას. წარმატების მისაღწევად აუცილებელია არა თუ მოასწროთ დაგეგმილის შესრულება იყოთ შორსმჭვრეტელნი!

4.შეიძინეთ საინტერესო ნაცნობები. ჩაერთეთ იმ სფეროს სადაც გსურთ მოღვაწეობა. ეძებეთ, დასვით შეკითხვები, იარეთ სემინარებსა და კონსულტაციებზე, შეიძინეთ მასწავლებლები, კოლეგები და მეგობრები თქვენი სფეროდან, ეს თქვენ ბევრ რამეს შეგმატებთ!

5.მშვიდად გადაიტანეთ სიძნელეები. გახსოვდეთ, პრობლემები არსებობს ყველგან და ყოველთვის, არ გაექცეთ მათ, პირიქით, აღმოაჩინეთ მათში ახალი შესაძლებლობები. ხშირად სწორედ ასეთ დროს ნებდებიან, აღარ სჯერათ წარმატების და ტოვებენ წამოწყებულს საქმეებს. იარეთ წინ და გადადით ახალ ეტაპზე - გახსოვდეთ, სწორედ პრობლემების დაძლევა განაპირობებს თქვენს მიღწევებს. 

სრულად ...

თვითმოტივაცია04 მაისი 2013

გაიღვიძეთ ადრე – როგორც დაიწყებთ დღეს,სწორედ ისე ჩაივლის ის.თუ თქვენ დილას დაუთმობთ საკუთარი თავის მორალურ და ფიზიკურ მომზადებას,ნახავთ რომ დღის მეორე ნახევარში მეტად მშვიდი და თავდაჯერებული გახდებით.

აირჩიეთ დღის ფრაზა – როდესაც გამხნევება ან მხარდაჭერა დაგჭირდებათ, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფრაზა, რომელიც დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ ნეგატიური აზრებისგან.

ეძებეთ დადებითი მხარეები – ეძებეთ პოზიტიური მხარეები ყველაფერში, რაც თქვენს თავს ხდება.წარუმატებლობის შემთხვევაში კი იფიქრეთ იმ გამოცდილებაზე,რომელიც ამის შედეგად მიიღეთ.

დაეხმარეთ სხვებს – თუ გინდათ გაიუმjობესოთ საკუთარი ცხოვრება,თქვენ უნდა ეცადოთ გააუმჯობესოთ სხვების ცხოვრება.როდესაც სხვებს ეხმარებით  პრობლემებს გადაჭრაში, საკუთარი გავიწყდებათ,ან ნაკლებად საშიშ და მცირე ზომის პრობლემად გეჩვენებათ.

იყავით გამარჯვებულები – პრობლემებს არ უნდა მისცეთ იმის საშუალება, რომ დაგამარცხონ.გამარjვება თუ დამარცხება ,პირველ რიგში,თქვენი არჩევანია. არ მისცეთ საკუთარ თავს დამარცხების საშუალება.

სრულად ...

10 რჩევა, როგორ გავხდეთ წარმატებულები04 მაისი 2013

წარმატება ცხოვრებაSი იმ ადამიანებთან მიდის,რომლებიც მას იზიდავენ. ეს ხომ მთელი ხელოვნებაა.იმისათვის რომ, თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდეთ, გთავაზობთ 10 რჩევას

განეწყვეთ პოზიტიურად – იყავით ოპტიმისტები, ეძებეთ დადებითი მომენტები ნებისმიერ სიტუაციაში.დადებითი ემოციები 100% უკან დაგიბრუნდებათ

ისწავლეთ ოცნება – იოცნებეთ იმაზეც კი, რაც გგონიათ, რომ მიუწვდომელია.მთავარია საკუთარი თავი დააჯეროთ, რომ თქვენ ამას შეძლებთ!

იარეთ მხოლოდ წინ– მთავარია მიზანი დაისახოთ,არ მოეშვათ და მიხvიდეთ დანიშნულების ადგილამდე.

იშრომეთ– სიზარმაცე ყველაზე დამღუპველია მიზნებისთვის.თუ გინდათ მიაღწიოთ წარმატებას,სირთულეების დაძლევაც უნდა შეგეძლოთ.

შეიცვალეთ გარემოცვა – იმეგობრეთ წარმატებულ ადამიანებთან.გაიგეთ მათი მიზნები,ფასეულობები.გახდით საინტერესო საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფთათვის.

იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან – იმუშავეთ საკუთარ თავზე ! ჩამოიყალიბეთ ის თვისებები,რაც წაგადგებათ: ნებისყოფა,პრინციპულობა,თავდაჯერებულობა.ასე ორმაგად მიმზიდველი გახდებით წარმატებისთვის.

არ შეუშინდეთ ცვლილებებს – წარმატებას არ უყვარს მშიშარა ხალხი.გაბედულად გადადგით პირველი ნაბიჯი.რაც მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის.

გააანალიზეთ საკუთარი ცხოვრება – ჩამოწერეთ საკუთარი მიღწევები და ჩავარდნები.ეს დაგეხმარებათ,ერთ შემთხვევაში აიმაღლოთ თვითშეფასება,ხოლო მეორე შემთხვევაში გამოავლენს მიზეზებს,რაც ხელს გიშლით ამა თუ იმ საქმის ბოლომდე მიღწევაში.

ენდეთ საკუთარ ინტუიციას – შინაგანი ხმა არასოდეს არ გიღალატებთ, ამას „მეექვსე გრძნობასაც“ უწოდებენ.თu თვლით რომ უნდა გადადგთ ნაბიჯი, მაშინ ეს უნდა გააკეთოთ.

გამოიყენეთ შანსი, რომელიც აუცილებლად მოგეცემათ– მ.ტვენი ამბობს : „ ფორტუნა ნებისმიერი ადამიანის კარზე აკაკუნებს,მაგრამ ამ დროს ადამიანი,როგორც წესი, უახლოეს ლუდხანაSი ზის და არანაირი კაკუნი არ ესმის“ ასე რომ,ყოველთვის იყავით მზად იმისთვის, რომ გამოიყენო მოცემული შანსი.მთავარია შევამჩნიოთ და ხელიდან არ გავუშვათ.

სრულად ...
მთავარი  |  ჩვენ შესახებ  |  პროექტები  |  სიახლეები  |  პარტნიორები  |  კონტაქტი  
© 2012 - 2017 Bagi.ge - ყველა უფლება დაცულია
Artmedia