ჩვენი პროდუქციის სრული კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ საიტის მარცხნივ განლაგებულ ნავიგაციაში.

სრულად ...

პროფესიონალური სარეცხი და საწმენდი საშუალებების ებრაული ბრენდი “BAGI” გთავაზობთ , უახლეს და კომფორტულ სერვისს “ბაგი თქვენს ოჯახებში”!

სრულად ...

სად შეიძლება ჩვენი პროდუქციის შეძენა?

სრულად ...

სხვადასხვა

პროფესია - დიასახლისი21 სექტემბერი 2013

პროფესია - დიასახლისი

დილა გათენდა , თქვენ საუზმე ჯერ კიდევ მოსამზადებელი გაქვთ, მეუღლე და ბავშვები გასასტუმრებელი,სარეცხი დასარეცხი, სახლი დასალაგებელი და კიდევ ვინ იტყვის რამდენი საქმე ..თქვენ ხომ დიასახლისი ხართ, ყველაზე რთული პროფესიის მატარებელი ადამიანი , ამიტომ თქვენი ყოველი დღე ერთმანეთს რომ არ დაემსგავსოს და სრული იდილია შექმნათ ოჯახში , გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას , რომელიც იმედია დაგეხმარებათ.

დილა საკუთარი თავის მოვლით დაიწყეთ !

შუადღემდე არ იაროთ ხალათით , თავი მოიწერიეთ, ჩაიცვით კომფორტულად..თქვენი თავით დაწყებული დილა , მთელს დღეს შეგიცვლით და მეტად შემართულს გაგხდით.

სამზარეულო

სამზარეულო - აქ ხომ დიასახლისი ყველაზე დიდ დროს ატარებს , ეს ყველაფერი კი სასიამოვნო უნდა იყოს და არა დამღლელი , დაიდგით ლარნაკით ყვავილები შემატეთ ახალი ფერი თქვენს სამზარეულოს . ახლა უკვე იცით, რომ გაზქურის წმენდას თქვენ 15 წუთის მაგივრად 5 წუტში დაამთავრებთ ”ბაგის” დახმარებით და დრო დაგრჩებათ თუნდაც უახლოეს დაქალს წაეჭორავოთ .

დღის გეგმა

აუცილებლად დაგეგმეთ დღე ! დროის სწორი განაწილება დაგეხმარებათ თქვენს თავს მეტი დრო დაუთმოთ . თუ სარეცხიც დასარეცხი გაქვთ, სახლიც დასალაგებელი და სადილიც გასაკეთებელი , ”ბაგი” აუცილებლად დაგეხმარებათ სარეცხი იდიალურად გაგირეცხოთ და მეორეჯერ არ დაგჭირდეთ სარეცხ მანქანაში შებრუნება, აუცილებლად დაგეხმარებათ სახლის დალაგებაშიც , მარტივად მოაპრიალებს იატაკს მასტიკა , კლინერი ბზინვარებას მიანიჭებს თქვენს ფანჯრებს , რაიტიტი ავეჯიდან მტვერს წამებში მოაშორებს და რაც მთავარია 5 დღე არც მიაკარებს. და ასე ძალიან მარტივად და მოკლე ვადაში შეძლებთ სახლს ბრწყინვალება მიანიჭოთ და რაც მთავარია ბევრი თავისუფალი დრო დაგრჩეთ.

განწყობა

რაც მთავარია კარგი განწობა უნდა გქონდეთ მთელი დღის განმვალობაში ! საქმის გაკეთებასთან ერთად ჩართეთ თქვენთვის სასიამოვნო მუსიკა, რომელიც სასიამოვნოდ გაგაკეთებინეთ ამა თუ იმ საქმეს. სახლში მოსულ მეუღლეს ღიმილიანი შეხვდებით , უამბობთ რას აკეთებდით მთელი დღე , რომ არანაკლები შრომა გასწიეთ დღის განმავლობაში : ) P.S მამაკაცებს უნდა შევახსენოთ, რომ ხანდახან სუსტები და დაუცველები ვართ და მზრუნველობა გვჭირდება.

 

სრულად ...

როგორ მოვუაროთ თავს სახლის პირობებში!16 ივლისი 2013

ჩვენი საიტის ერთგულ სტუმარ ქალბატონებს  სხვა საინტერესო თემებთან ერთად  ვთავაზობთ  თავის მოვლის მარტივ ხერხებს, რომელსაც სახლის პირობებშიც ადვილად მოახერხებენ და რაც მთავარია დროსაც არ დაკარგავენ …

პროფესიონალთან რჩევებს თუ დავუჯერებთ სახლის პირობებში კარგია შემდეგ მეთოდებს მივმართოთ:

ზაფხულში ძალიან კარგია დილით სახის წმენდა ყინულის კუბებით. ცხიმიან კანს გვირილის კუბები უხდება, ხოლო სიმშრალეს ოხრახუშის კუბები შველის.

გარდა ამისა, სახლის პირობებში საუკეთესოა: მკვებავი სტაფილოს ნიღაბი. გავხეხოთ სტაფილო, დავიდოთ სახეზე და გავიჩეროთ 20-25 წუთი. თუ გსურთ კანის გათეთრება და მზისგან გაჩენილი ლაქები გაწუხებთ, საუკეთსოა ქლიავის ნიღაბი. გახეხილი ქლიავი დავიდოთ სახეზე და გავაჩეროთ 20-25 წუთი. ასევე გათეთრებას უწყობს ხელს ლიმონი. დავჭრათ ლიმონი და 20 წუთის განმავლობაში ნაჭრები რიგ-რიგობით წავისვათ სახეზე. კარგია მაწვნის ნიღაბი, რომელიც სახის განსაკუთრებული მკვებავია. მაწონი უნდა ფენა-ფენა წავისვათ _ ერთი ფენის გაშრობის შემდეგ, მეორე ფენა გადავისვათ და ა.შ. 5-6 ფენა.

სახლის პირობებში: შესანიშნავია გარგარის ნიღაბი, რომელსაც აქვს საუკეთესო დამატენიანებელი ეფექტი. გახეხილი გარგარი სახეზე წაისვით და 15-20 წუთი გაიჩერეთ.

სრულად ...

პრობლემური კანი და ამ პრობლემის გადაჭრის გზები16 ივლისი 2013

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას კანს ზაფხულში და რა პროცედურები უნდა ჩაიტაროს ქალმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

დავიწყოთ იმით, რომ ზაფხულის პერიოდში სხვადასხვა ტიპის კანს სხვადასხვა პრობლემა შეიძლება შეექმნას.

დღეს ჩვენ განვიხილავთ კანის 4 ტიპს და 4 სხვადასხვა სახის პრობლემას. პირველი  ეს გახლავთ მშრალი კანი. ზაფხულში კანმა შეიძლება გამოშრობა დაიწყოს. ამიტომ აუცილებელია გავიგოთ სახის კანის მდგომარეობა, რისთვისაც საჭიროა დემაკიაჟისა და კანის დიაგნოსტიკის ჩატარება.
როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდა მშრალ კანს, უნდა გამოვიყენოთ დამანოტივებელი საშუალება და არა მკვებავი. მკვებავი უკეთესია შედარებით ასაკოვანი კანის შემთხვევაში.
ჩნდება შეკითხვა, რატომ არის კანი გამომშრალი? იმიტომ, რომ განიცდის სითხის ნაკლებობას. დამანოტივებელი კი მეტ სითხეს და შედარებით მცირე რაოდენობის დამატებით კომპონენტებს შეიცავს. მკვებავი პირიქით _ მეტ დამატებით კომპონენტსა და მცირე რაოდენობის სითხეს.
ამის შემდეგ აუცილებელია დღის დამცავი ნიღბის გამოყენება. სასურველია ნიღაბი იყოს 25-დან 35%-მდე სიძლიერის. პარაფინის ნიღაბი საუკეთესოა მშრალი კანის მქონე ქალებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პილინგი ძირითადად სეზონურია და ზამთრის პერიოდში ტარდება, ზაფხულის დასაწყისში შესაძლებელია ზედაპირული პილინგის გაკეთებაც, რომელიც ხელს შეუწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას. ამის შემდეგ სასურველია სახის კანის მასაჟი.

მეორე ტიპი ეს ცხიმიანი კანია. თუ ორგანიზმს არ გააჩნია რაიმე დერმატოლოგიური ან სხვა სახის პრობლემა, მაშინ შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. დემაკიაჟისა და დიაგნოსტიკის შემდეგ საჭიროა სახის გაწმენდა და ცხიმიანობის საწინააღმდეგო სპეციალური ნიღბების მეშვეობით სახის დამუშავება. მზისგან თავის დასაცავად კი აუცილებელია დამცავი კრემი. ამ შემთხევაში 15-დან 25%-მდე სიძლიერის დაცვა სავსებით საკმარისია.

მესამე ტიპი ეს კომბინირებული კანი გახლავთ, რომელიც ყველაზე ნაკლებ პრობლემატურია სხვებთან შედარებით, თუ ქალს არ აქვს რაიმე სახის კუჭ-ნაჭლავის პრობლემა. მისთვის მისაღები იქნება სახის კანის გაწმენდა და სახის დამუშავება ნიღბებით. ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დასაცავად აქაც საჭიროა 15-დან 25%-მდე სიძლიერის დაცვა.

მეოთხე ტიპი  ცხიმიანი აქერცლილი კანია , რომელიც ყველაზე იშვიათად გვხვდება და მის მოვლას შედარებით მეტი ყურადღება სჭირდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ ტიპის კანს ცხიმიანი კანისთვის აუცილებელი პროცედურებით მკურნალობენ, რაც არასწორია. ამ დროს აუცილებელია მშრალი კანისთვის საჭირო მკურნალობა და სპირტის რაც შეიძლება ნაკლები შემცველობის მქონე პროდუქციის გამოყენება, რათა კანის მეტად გამოშრობა არ მოხდეს.

სრულად ...

კანის მოვლა ზაფხულში16 ივლისი 2013

ზაფხული კარზე მოგვადგა და მოგეხსენებათ, ამ პერიოდს თითოეული ადამიანი განსხვავებული განწყობით, გამორჩეული სურვილებითა და სიახლის მოლოდინით ხვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დროს გარეგნობას მეტ ყურადღებას ვაქცევთ და თავის მოვლაც უფრო გვეხალისება. საინტერესოა გავიგოთ როგორ უნდა მოიქცეს ცივზამთარგამოვლილი ქალი ცხელ ზაფხულში და საერთოდ, რა მდგომარეობაშია ამ დროს კანი.  

რაციონალური ზრუნვა საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ადამიანის კარგი განწყობის შესაქმნელად. არცთუ იშვიათად შეხვდებით ისეთ ავადმყოფებს, რომელთა აგრესიულობა, მუდმივად ნეგატიური განწყობა, გამოწვეულია მათი ფიზიკური არასრულფასოვნების შეგნებით. საკუთარი იერსახით კმაყოფილი ადამიანი, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში აქტიურია და გარშემომყოფთათვის სასიამოვნო.

ბევრი უსიამოვნებისგან თავის დაღწევა, გარეგნული დეფექტების დაფარვა, შესაძლებელია კოსმეტიკის საფუძვლების ცოდნით: ადამიანის გარეგნობა დამოკიდებულია შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაზე, ენდოკრინულ, იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და სხვა სისტემებზე. როდესაც შინაგანი ორგანოები წესრიგშია, ადამიანი თავის საპასპორტო ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება და პირიქით. პრობლემაზე მუშაობა კი ყოველთვის იწყება გამომწვევი მიზეზის მკურნალობით.
კანზე არა მარტო შინაგანი, არამედ გარეგანი ფაქტორებიც მოქმედებს: ქარი, სიცივე, მზე, მტვრიანი გარემო და სხვა. საჭიროა ვიცოდეთ საკუთარი სახის კანის ტიპი და მისი ელემენტარული მოვლა წელიწადის ოთხივე სეზონზე. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ კოსმეტოლოგის რეკომენდაციები.

ნაადრევი დაბერებისგან თავის დასაცავად სახის კანის მოვლის ძირიათადი პრინციპი ასე ჟღერს: გაწმენდა, ტონიზაცია, დანოტივება, კვება და დაცვა.

სრულად ...

რატომ იბანს ადამიანების 95% არასწორად ხელებს?15 ივნისი 2013

როგორ უნდა დავიბანოთ სწორად ხელები? ბევრ ჩვენგანს, ალბათ, ამ საკითხზე არც უფიქრია. თუმცა მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანების უმეტესობა ხელებს სწორად არ იბანს. 

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საზოგადოებრივი ტუალეტის 3 749 მომხმარებელზე დაკვირვება აწარმოეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 15%, ქალების 7% საერთოდ არ იბანს ხელს ტუალეტის შემდეგ. ტუალეტის მომხმარებლების უმეტესობას ურჩევნია, საერთოდ არ დაიბანოს ხელი, თუ ნიჟარა საკმარისად სუფთად არ გამოიყურება. 

ქალების 78% ხელის ყოველი დაბანის დროს იყენებს საპონს, მამაკაცებში ასეთი ნაკლებია – მხოლოდ 50%

იმისათვის, რომ მიკრობები განადგურდეს, ხელებს სწორად და ზედმიწევნით კარგად ადამიანების მხოლოდ 5%იბანს. 

როგორ უნდა დავიბანოთ ხელები სწორად?

აშშ-ის დაავადების პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები გვირჩევენ, ხელები საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ვიბანოთ. ადამიანების უმეტესობა კი ამ პროცედურას მხოლოდ 6 წამს უთმობს.

სრულად ...

ყველაფერი ჰიგიენის შესახებ…04 მაისი 2013

“თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე” – ამ დევიზით ხელმძღვანელობდნენ  ევროპელი დენდები, რომლებმაც კაცობრიობას სისუფთავისა და კოპწიაობისადმი მეტისმეტი სწრაფვით დაამახსოვრეს თავი. სწორედ მათი ზეობის ჟამს, 200 წლის წინ, წარმოიშვა მოდური სიტყვები: ინგლისური “the Care” და გერმანული “die pflege”. მანამდე კი კაცობრიობამ სხეულის მოვლის შესახებ, შეიძლება ითქვას, არაფერი იცოდა.  თუკი ვინმე პირადი ჰიგიენით იყო დაკავებული, მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური მოსაზრებით.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ძველი ბერძნები სისუფთავის მოტრფიალეებად წარმოეჩინათ, ისტორიკოსებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ამჟამად ჰიგიენის ისტორიის ფუძემდებლებად რომაელები ითვლებიან, ხოლო თავად რომის იმპერია – სისუფთავის სამოთხედ. სწორედ აქ დამკვიდრდა პირველად ტანის ყოველდღიური ბანისა და მოვლის ტრადიცია. რომის იმპერიაშივე ჩაეყარა საფუძველი საპნის დამზადებასა და გამოყენებას. ყველაფერი კარგად  იქნებოდა, რომ არა იმპერიის დაცემა.

პრანჭია ევროპელებს პირადი ჰიგიენის საკითხები ლამის XX საუკუნემდე არ აწუხებდათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ვარაუდობს, რომ სუნამოს შექმნის იდეა სწორედ ჭუჭყის სუნის შენიღბვის აუცილებლობამ გამოიწვია. XV საუკუნის საფრანგეთში თურმე წელიწადში ორ-სამჯერ იბანდნენ ტანს, რის შემდეგაც ერთი კვირა საწოლიდან ცხვირს არ ყოფდნენ, ესოდენ საპასუხისმგებლო “წმენდის პროცედურის” შემდეგ ავად არ გავხდეთო. XIX საუკუნის ექიმები კი ირწმუნებოდნენ, ხშირი თავის ტკივილი სწორედ დაბანის ბრალიაო.

ჯანმრთელად და, რაც მთავარია, მოდის მიმდევრად ის ითვლებოდა, ვისაც თმა ცხიმისგან უპრიალებდა, იმასაც კადრულობდნენ, რომ თმაში ცხიმს  იზელდნენ და ზედ სახამებელს იყრიდნენ .

უსუფთაობის სუნით იყო გაჟღენთილი ევროპა XIX საუკუნემდე. დიდებულები  სიბინძურის შესანიღბად სხვადასხვაგვარ ნელსურნელებას იყენებდნენ. ლუდოვიკო XV-ს სასახლეს ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები, “პარფიუმირებული” შეარქვეს. მიუხედავად უსუფთაობის მოდისა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც დაბანა ყველაფერს ერჩივნა. ასეთი გახლდათ მადამ დე პომპადური, რომელიც სუნამოს ახლოსაც არ იკარებდა, რომ სისუფთავის ბუნებრივი სურნელი არ დაეჩრდილა.

XIX საუკუნის მიწურულს, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც სამედიცინო კვლევების ბუმი დაიწყო, ადამიანები ჭუჭყმა შეაწუხა. მედიკოსებმა ერთხმად განაცხადეს, ყველა დაავადების თავიდათავი ადამიანის ორგანიზმში (და -ზე) მობინადრე უხილავი მიკროორგანიზმებიაო. სწორედ მათ მოსაშორებლად შეიყვარა საზოგადოებამ  წყალი. დაიწყეს ეკლესიის ეზოების, შადრევნების დეზინფექცია...

ვიდრე ექიმები კბილების მოვლისა და სხეულის გაწმენდის შესახებ სპეციალურ ბუკლეტებს გამოსცემდნენ, რამდენიმე ათწლეულით ადრე ევროპაში დენდები გამოჩნდნენ. ისინი იყვნენ პირველი დაბანილი მამაკაცები, მოდის ფრანგი და ბრიტანელი კანონმდებლები, პირველი მამრები, რომლებმაც პარიკი (ჭუჭყისა და ტილების ბუდედ ქცეული ხელოვნური თმა) ერთხელ და სამუდამოდ მოიძრეს.

XX საუკუნის დასაწყისში კი ჰიგიენა ცხოვრების პრიორიტეტად იქცა.

სრულად ...
მთავარი  |  ჩვენ შესახებ  |  პროექტები  |  სიახლეები  |  პარტნიორები  |  კონტაქტი  
© 2012 - 2017 Bagi.ge - ყველა უფლება დაცულია
Artmedia